Wednesday, July 2, 2014

დღე მეცხრე

დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო. არა ჩვეულებრივი იყო ჩვენი პროექტების პრეზენტაციის მოსმენა. თურმე რამდენი პრობლემაა ჩვენს ირგვლივ?

ბოლოს მინდა, ჩვენს ტრენერს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთი საინტერესო ლექციებისათვის. მე ძალიან ბევრი ჩემთვის საინტერესო საკითხები გავიგე და ვისწავლე.

Friday, June 27, 2014

დღე მერვე



დღეს ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა.
ვისწავლეთ დოკუმენტში დოკუმენტის ჩაშენება.
ვისწავლეთ, როგორ გავუკეთოთ მოსწავლეებს დახმარება: googl ფორმების შექმნა და კითხვარები მოსწავლეთა დასახმარებლად.
მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ
ვისწავლე ჩემთვის საინტერესო საკითხები.

Thursday, June 26, 2014

დღე მეშვიდე

მოდული 6-ის განხილვა.
გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება და
შევქმენით დამხმარე ხარაჩო მოსწავლის დასახმარებლად. გადავხედეთ პორთფოლიოს ჩეკლისტს და ჩავინიშნეთ ის დოკუმენტები, რაც უკვე გვაქვს გაკეთებული.
დავალება: დავასრულოთ ყველა დოკუმენტის შექმნა.

Monday, June 23, 2014

დღე მეექვსე

ვისაუბრეთ, თუ რით განსხვავდება ტრადიციულ გაკვეთილზე მოსწავლეების  შეფასება ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეების შეფასებისგან: ამ დროს მოსწავლეები  აქტიურად ერთვებიან შეფასების პროცესში, რაც  სწავლის შედეგებზე დადებით გავლენა ახდენს.

ვისწავლეთ, როგორ დავგეგმოთ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება: ჩავატაროთ მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება, რაც დაგვეხმარება, როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, შეფასების გეგმის შედგენის პროცესში.

გავეცანით, რუბრიკების შედგენას.

მოსწავლის ნიმუში

Friday, June 20, 2014

დღე მეხუთე

გადავედით მე-3 მოდულის განხილვაზე.
გავეცანით რას ნიშნავს საავტორო უფლებები. ვისწავლეთ როგორ  შევქმნათ ციტირებული ინფორმაცია გამოყენებული წყაროს მითითებით. ხაზგასმით აღვნიშნეთ. რომ აუცილებელია საავტორო უფლებები გავაცნოთ მოსწავლეებს.
გავეცანით მოსწავლის ნაშრომის ნიმუშს და შევქმენით მოსწავლის ნიმუში.


Wednesday, June 11, 2014

დღე მეოთხე

გადავედით 2-ე მოდულის მესამე აქტოვობაზე, განვიხილეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გავეცანით როგორც განმავითარებელ, ისე განმსაზღვრელ შეფასების ფორმებს და გავარჩიეთ თითოეული მათგანის შეფასების მიზნები. დაწვრილებით გავარჩიეთ, თუ როგორ უნდა შევადგინოთ შეფასების ფორმა.

დღე მესამე


2- მოდულის განხილვა
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები უნდა ავარჩიოთ ისე, რომ შესაბამებოდეს მაღალ საარჩევნო უნარებს. სასწავლო სტანდარტზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები. გავაანალიზეთ რას ნიშნავს მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი) და შესაბამისად, შევადგინეთ ეს კითხვები.
დავალება: დაწერილი ამოცანების შესაბამისად დავწეროთ აქტივობები.


Thursday, June 5, 2014

დღე მეორე

მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების იდეები. გავაანალიზეთ თითოეულის იდეები და შესაბამისად, უფრო ღრმად გავიაზრეთ ჩვენი პროექტების მთავარი იდეა. გავარკვიეთ რა არის ჩრკლისტი.
ვისწავლეთ:  პროექტების გეგმის შაბლონის შევსება, შესაბამისი ინდიკატორების შერჩევა.
გავეცანით პროექტის ბუკლეტის შაბლონს და დავიწყეთ ბუკლეტების შედგენა.
დავალება: 21- საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა, შეძლებისდაგვარად ბუკლეტების შექმნა.